Friday, April 17, 2015

მე 9 დღის რეფლექსია
ვისწავლე ჩემი საქაღალდის გამოქვეყნება ბლოგზე.
პროექტის ფარგლებში ვისწავლე:
  • ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება  სწავლის პროცესის ხელშესაწყობად;
  •  ელექტრონული პორთფოლიოს შექმნა;
  • Powerpoints_ში პრეზენტაციის მომზადება;
  • გავეცანი შეფასების რუბრიკებს;
  • შევისწავლე ბროშურის დამზადება;
  • ელექტრონული პორთფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე; 
  • საავტორო უფლებების დაცვა.

Friday, April 3, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებას.დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შესრულების მეთოდები

Tuesday, March 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ .პტეზენტაციის ატვირთვა გუგლ-დისკზე,ბლოგზე გამოქვეყნება.ბლოგის რედაქტირება.დიზაინის,ფონის.ზომების შეცვლა.გაჯეტის ჩასმა გვერდების ჩასმა ბლოგზე

Friday, March 20, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მე-2 მოდულში შევისწავლეთ და გავაანალიზეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.სტანდარტების დამიზნების რუბრიკა.გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების რუბრიკას და ონ-ლაინ თანამშრომლობით სწავლას.

Tuesday, March 17, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ინტელის პროგრამის მეშვეობით 21 საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად  "პროექტით სწავლება"  პროექტმა საკმაოდ დამაინტერესა.პროექტი ახალ საშუალებებს იძლევა სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიურ დანერგვას და მოსწავლეთა დაინტერესებას

გავეცანი "21-ე  საუკუნისუნარ-ჩვევებს"შევარჩიე პროექტის თემა და შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც ნამდვილად საჭირო და გამოყენებადი  უნარია .

Tuesday, March 19, 2013

 სასწავლო პროექტი:  ჰაერის და წყლის დაბინძურების პრობლემე საქართველოში
1)პროექტის სახელწოდება - "ჰაერის და წყლის დაბინძურების პრობლემები
საქართველოში
2)პროექტის მთავარი იდეა:  წყალი და ჰაერი დედამიწაზე ყველაზე აუცილებელი და
საჭირო ნივთიერებებია ,რომელთა გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. ამიტომ ამ
ბუნებრივ რესურსებს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
3)პროექტის აქტუალურობა:  საქართველოში , როგორც მსოფლიოში წყლისა და ჰაერის
დაბინძურების  პრობლემა აქტუალურია.წყალი საჭიროებს რაციონალურად გამოყენებას
.ასევე ატმოსფერო უნდა გადავარჩინოთ მავნე აირებისაგან,დაბინძურებისაგან  რათა არ
დაჩქარდეს გლობალური დათბობა.
4)პროექტის მიზანი:  ჩავუნერგოთ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული,დავაახლოვოთ
ბუნებას,გახდნენ მზრუნველი გარემოს მიმართ.ჩამოუყალიბდეთ საკუთარი ქვეყნის და
გარე სამყაროს მიმართ მოქალაქოებრივი ვალდებულებები.დაიცვან ბუნება
დაბინძურებისაგან ჰიდროსფეროზე და ატმოსფეროზე მზრუნველობით.
5)მოსწავლეთა ასაკი:  15, 17 წელი
6)ვადები/ხანგრძლივობა:  20 დღე
7)მოსალოდნელი შედეგები/პოდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  მათი
მოქალაქოებრივი პასუხისმგებლობის გაზრდა;გარემოსადმი სათუთი
 დამოკიდებულება.შიდა სასკოლო საკონფერენციო თემები,ნახატების
 გამოფენა,საპრეზენტაციო სლაიდები,ექსკურსია-გაკვეთილი ბუნებაში.სასკოლო
გაზეთის გამოშვება:"გადავარჩინოთ ბუნება".
8)პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები,
წიგნი,ენციკლოპედია,ინტერნეტი,საქართველოს კონსტიტუცია,პროექტორი და
სხვადასხვა ფორმატის ფურცლები ,საღებავები.რუკები
9)პროექტის მსვლელობა(ძირითდი ფაქტორები):  მოსწავლეების დაყოფა
ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალებები:პრობლემების მოძიება,ძირითადი
დამაბინძურებელი ფაქტორების გამოვლენა,მუშაობა კანონზე ბუნების დაცვის
შესახებ,კედლის გაზეთის და ნახატების შექმნა,თემების მომზადება
საპრეზენტაციოდ,ექსკურსიისთვის მზადება.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან 
კავშირი: ქიმია,ბიოლოგია ფიზიკა,სამოქალაქო განათლება,ხელოვნება.
11)პროექტის ხელმძღვანელი (გეოგრაფიის მასწავლებელი):  ნინო გაბადაძე.
12)ხელმძღვანელის ელ ფოსტა: rezianastasia@gmail.com
13)პროექტის ვებ-გვერდი:  Blogger